ნიდერლანდური დუო თანამედროვე house მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული სახელია. წლების განმავლობაში მათ შექმნეს საკუთარი, ადვილად ამოსაცნობი ჟღერადობა, რომელშიც house, disco და კლასიკური dance მუსიკის გავლენები ერთიანდება.
Mr. Belt & Wezol რეგულარულად გამოდიან მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და ელექტრონული მუსიკის სცენებზე, მათ შორის Tomorrowland, Ultra და Mysteryland. მათი სეტები გამოირჩევა ენერგიული groove-ით, ნაცნობი მუსიკალური ელემენტების მოულოდნელი ინტერპრეტაციებით და გამორჩეული ჟღერადობით, რომელმაც დუოს საერთაშორისო აუდიტორია მოუტანა.
23:00 საათიდან სცენას Endorphins დაიკავებს და ღამის დასკვნით სეტს შეასრულებს.