16 ოქტომბერი • PLAKQSA LIVE × ჯგუფური გამოფენა × AFTER PARTY
საღამო, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და ვიზუალური ატმოსფეროდან ცოცხალ მუსიკასა და ღამის ჟღერადობაზე გადადის.
21:00 - გამოფენის გახსნა
ჯგუფური გამოფენა აერთიანებს თანამედროვე ხელოვანებს, რომლებიც მუშაობენ გრაფიკაში, ინსტალაციებში, ბეჭდურ ნამუშევრებსა და სკულპტურაში. სხვადასხვა მხატვრული პრაქტიკა, მიდგომა და ვიზუალური ენა ერთ საერთო სივრცეში იყრის თავს.
არტისტები:
Gio Sumbadze
Alex Kotovsky
Alexandra Skapa
Malxus Theodore Mouxigouli
Maroun Matis Blanc
Avtandil Gotsiridze
Lado Oniani
23:00 PLAKQSA Live / Transformation - ალბომის პრეზენტაცია
PLAKQSA 1996 წელს თბილისის ანდერგრაუნდ სცენაზე ჩამოყალიბდა. ჯგუფი ახალი ვეივის, დარკვეივისა და პოსტ-პანკის გავლენებით შეიქმნა.
ამ საღამოს ჯგუფის ორიგინალური წევრები - დავიდ მაქს მაჭავარიანი (ვოკალი) და ლადო ონიანი (გიტარა) - დუეტის ფორმატში დაბრუნდებიან და წარმოადგენენ Transformation-ს, ჯგუფის ახალ ალბომს, რომელიც ღონისძიებასთან ერთად გამოდის და Calendar-ში პირველად შესრულდება ცოცხლად.
DJ SETS / AFTER PARTY
21:00 - 23:00 - coldsummerstape
Drum & Bass / Jungle / Hip-Hop / Experimental / Lo-Fi / Broken Rhythms / Ambient Noise
00:00 - 02:00 - Lena Genova
Electronica / Leftfield / Techno / Experimental / Club
02:00 - 04:00 - Jatadhara
Hypno / Electro / Techno
ლაივ-პერფორმანსის შემდეგ ღამე DJ სეტებით გაგრძელდება ,განსხვავებული ჟღერადობითა და ცვალებადი ატმოსფეროთი მთელი სივრცის განმავლობაში.
გამოფენა Cafe Calendar-ში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება და მისი ნახვა და ნამუშევრების შეძენა შესაძლებელი იქნება.
ბილეთები:
ონლაინ - 25 ₾
კარზე - 30 ₾
ასაკობრივი შეზღუდვა:
23:00 საათამდე არასრულწლოვნები დაიშვებიან სრულწლოვანი პირის თანხლებით
23:00 საათის შემდეგ მოქმედებს 18+