საუზმეზე თქვენ შეხვდებით ორ ექსპერტს ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროში საქართველოში:
ნინა პერსენავა – @influencer.ge-ს თანადამფუძნებელი. ნინა 1997 წლიდან მუშაობს კომუნიკაციის სფეროში და 100-ზე მეტი საერთაშორისო და ლოკალური PR კამპანია აქვს ჩატარებული.
ანა სურგულაძე – დიჯითალ მარკეტოლოგი და კრეატიული კონტენტის სპეციალისტი.
საუზმეზე ვისაუბრებთ ბლოგერებთან თანამშრომლობის თავისებურებებზე საქართველოში, ეფექტურ სტრატეგიებზე, ასევე როგორ შევარჩიოთ ინფლუენსერები პროექტისთვის და როგორ შევაფასოთ მათი ეფექტიანობა.