მენიუ
2024 წლის 9-10 მაისს, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისი კვლავ უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE.
წელს ფესტივალის მხარდამჭერებს ADJARA COLLECTIVE შემოუერთდა. მომრავლებული სტუმრების გამო ZERO COMPROMISE წელსაც ორდღიანი იქნება. ორი დღის განმავლობაში ბუნებრივი ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს, ღვინის ექსპერტებს და იმპორტიორებს უკეთ შეეძლებათ გაეცნონ ბოლო წლების მოსავლის ქართულ ბუნებრივ ღვინოებს.