ბუკი & ნაღარა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ბუკი & ნაღარა

ბუკი & ნაღარა

ბუკი & ნაღარა
Dedaena Park
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.05.2026
პარასკევი
22:00
30

აღწერა

22 მაისს, 22:00 საათზე, დედაენის ბარი წარმოგიდგენთ ქეთათოს და ანა სუბელიანის მუსიკალურ კოლაბორაციას - „ბუკი და ნაღარა“.

 

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, მისი შემოქმედება, ისე როგორც არასდროს, ეხმიანება იმ კრიზისს, ტკივილსა და წინააღმდეგობას, რომელსაც დღეს ჩვენი საზოგადოება გადის და რომლის განუყოფელ ნაწილადაც მოვიაზრებთ თავს.

 

„ბუკი & ნაღარა“ ერთის მხრივ მიზნად ისახავს უძვირფასესი მემკვიდრეობის გაცოცხლებას, თუმცა ორი ქალის კონტრასტული ხმებისა და ხასიათის შერწყმით, ლაივ ბენდთან ერთად, ის გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ ჟღერადობას და ექსპერიმენტებს.

 

შესრულდება მეფეს და ქეთათოს სიმღერების ახლებური ვერსიები და გაცოცხლდება ირაკლის ისეთი ტექსტებიც, რომლებიც აქამდე მუსიკალურად არ გაჟღერებულა.

 

ბენდი:
კლავიში - ბესო გრძელიშვილი
გიტარა - შოთი ნამორაძე
ბასი - ლევან მიქაბერიძე
დრამი - გაბრიელ ჭიბალაშვილი
DJ set – ბესო გრძელიშვილი


_________________

 

- კარი იღება 19:00


- ფასი: 30 ლარი


- 1+1 განსაკუთრებულ კოქტეილებზე 22:00 საათამდე


 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ბუკი & ნაღარა

ადგილი