მოემზადეთ დაუვიწყარი საღამოსთვის, რადგან Young Pulse წარსდგება Afisha Bubble Bar-ის სცენაზე - ფრანგი DJ და პროდიუსერი, რომელიც ცნობილია დისკო და ჰაუს ჟღერადობის უნიკალური სინთეზითა და საავტორო ნამუშევრებით. ტრეკებით “Free” და "Smooth Sweet Talker”, young pulse-მა მოიპოვა აღიარება და დაუკრა ლეგენდარულ ფესტივალებზე ბერლინში, ბარსელონაში, ამსტერდამში და სხვა. დაუღალავი ენერგიით და დინამიური რიტმებით Young Pulse მსიოფლიო საცეკვაო მოედნებს იპყრობს და ამჯერად ის Bubble Bar-ში გვთავაზობს დაუვიწყარ პერფორმანსს.
Bubble Bar-ის ტერასაზე გელოდებათ საღამო, რომელიც ქალაქში ახალ რიტმს შექმნის. არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეიგრძნოთ ნამდვილი დისკო ჰანგები. არ აქვს მნიშვნელობა დიდი ხნის გულშემატკივარი ხართ თუ პირველად ეცნობით Young Pulse-ს ნამუშევრებს, ეს ის საღამოა, რომელიც დაუვიყწარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია – 04.04.2025-დან Bubble Bar-ის ტერასა ყოველდღიურად გიმასპინძლებთ! ერთად დავიწყოთ სეზონი განსაკუთრებული ემოციებით!
Lineup:
Anna Sué
Young Pulse (France)
Soundcure
საავტორო კოქტეილები
ენერგიული ატმოსფერო
ბრწყინვალება, რიტმი და ტერასის უნიკალური განწყობა
ასაკობრივი შეზღუდვა 21+
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 511 102 214
ლინკები:
Bubble bar - https://www.instagram.com/bubblebar_afisha/
სასტუმრო აფიშას ვებგვერდი - https://bit.ly/4iBOQNV
Bubbling ვარსკვლავების ქვეშ სასტუმრო აფიშას სახურავზე