სალამი, ლამაზო ხალხო!
უნივერსიტეტის დამთავრება — დასამახსოვრებელი მომენტია!
მთელი ზაფხულის განმავლობაში ვუყურებდით უნივერსიტეტებს, რომელთა სტუდენტები ყრიდნენ ქუდებს, იღიმოდნენ და ზეიმობდნენ… და აი, დადგა ბტუს დროც!
ბტუმ წელს ორი გრედუეიშენით გაგვაოცა, რაც ნიშნავს, რომ ორი დღიანი ბედნიერება გველის! თუმცა, რადგან ფაკულტეტებად ვართ დაყოფილები, ბევრი ძვირფასი ადამიანი ერთმანეთს ვერ შეხვდება. მაგრამ… ჩვენ გვაქვს გამოსავალი!
BTU Graduation Afterparty
როდის? – 19 სექტემბერი, პარასკევი
სად? – Pomona, თამარაშვილის 13
აქ გელით თბილი ადგილი, თბილი ხალხი და ელექტრონული მუსიკის ღამე. მზად იყავით მაშხალებისთვის, ქუდების აყრისთვის და შესანიშნავი ემოციებისთვის.
და ყველაზე კარგი რა არის? შეგიძლიათ წამოიყვანოთ +1 — ვინც გინდათ! დედა, ცოლი, ქმარი თუ შვილი — ყველასთვის გვაქვს ადგილი.
მთავარია, ქუდი არ დაგავიწყდეთ!
გელოდებით ყველას თბილი გულით და კიდევ უფრო თბილი გარემოთი!
Lineup: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრიმინგ პლატფორმის momtabare-ს დამაარსებელი არტისტები:
https://www.instagram.com/recurssia/
https://www.instagram.com/gigishavgulidze_/
https://www.instagram.com/jashkyy/