1947 წელი. უნგრელი არქიტექტორი ლასლო ტოტი — ემიგრანტი, რომელიც სულითა და გულით ეძებს ახალ ცხოვრებას ამერიკაში, მაგრამ ჯიბეში გროშიც არ გააჩნია. პენსილვანიაში მისი ნიჭი მიიპყრობს გავლენიანი მრეწველის ყურადღებას, თუმცა მისი ამბიციები შერკინდება უცხო ქვეყნის რეალობასა და პირად კრიზისებს.
„ბრუტალისტის“ სიახლე ამ კინოკოლაჟში არ მდგომარეობს, არამედ იმაში, თუ როგორ აცოცხლებს კორბეტი ამერიკულ კინოში დიდი ხნის წინ შეწყვეტილ ტრადიციას – საზოგადოებრივი მოწყობის კრიტიკას. ამას კი მონუმენტურად, კინოფირების, Vista Vision-ის ოპტიკისა და შესანიშნავი მსახიობების მეშვეობით აკეთებს.“
— ვერონიკა ხლებნიკოვა
ვენეციის ფესტივალის სამი ვერცხლის ლომი, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის პრიზი, ბრიტანეთის აკადემიის ოთხი ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი — საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო მამაკაცის როლის (ადრიენ ბროუდი) შესრულებისთვის და საუკეთესო ფილმისთვის.