1947 წელი. უნგრელი არქიტექტორი ლასლო ტოტი – ემიგრანტი, რომელსაც ჯიბეში გროშიც არ აქვს – ტოვებს ომისშემდგომ ევროპას, რათა ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყოს. პენსილვანიაში მის ტალანტს ამჩნევს გავლენიანი მრეწველი, თუმცა ამბიციები რეალობას ეჯახება – უცხო ქვეყანა, პირადი კრიზისები და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ბრუტალისტის“ სიახლე მხოლოდ ამ მოზაიკაში არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ აღადგენს კორბეტი დიდი ხნის წინ მივიწყებულ ამერიკულ ტრადიციას – სოციალური კრიტიკის მონუმენტურ ფორმატში მოყოლას, კინოპლიოკის, Vista Vision-ის ოპტიკისა და შესანიშნავი მსახიობების დახმარებით.“
– ვერონიკა хлебნიკოვა, „სეანსი“
ვენეციის ფესტივალის სამი „ვერცხლის ლომი“, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისთვის
ოთხი ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო
სამი „ოქროს გლობუსი“ – საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი (ედრიან ბროუდი) და წლის საუკეთესო ფილმი.