📣 აზროვნების აკადემიაში გაიმართება ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი თემაზე: „ბრე(ი)ნდინგი: ანტისაბჭოთა დისციპლინა".
➡️ ბრენდი არის რადიკალური განსხვავებულობა, ხოლო ბრენდინგი - განსხვავებულობის შექმნისა და მიღწევის გზა. განსხვავებულობას სჭირდება გაბედვა. გაბედვას კი - შესაბამისი მენტალობა და ტვინწყობა: დამოუკიდებელი ფიქრი, პასუხისმგებლობის აღება, მომხმარებელზე - ადამიანებზე ფიქრი, მათი გათვალისწინება და პატივისცემა, დაფასება და სტრატეგიული სიმამაცე. ბრენდინგი უარყოფს სტანდარტულ „როგორც ყველა“ აზროვნებას და ცენტრალიზებულ „ერთი სიმართლის“ ლოგიკას. ბრენდი არ ემორჩილება სტანდარტებსა და დაკანონებულ სისტემას, ის მის წინააღმდეგ მიდის და თავად ქმნის წესებს, აზრს და მომავალს. რა გვიშლის ხელს? რა კვალი დაგვიტოვა საბჭოთა წყობამ? როგორ აისახა მუდმივი ომი დამპყრობლებთან ჩვენს მენტალობაზე, დამოკიდებულებებზე საქმის კეთების და საზოგადოდ ცხოვრების მიმართ, როგორ უნდა გავბედოთ: - განსხვავებულად ფიქრი; - განსხვავებულად მოქცევა; - განსხვავებულად კეთება; - ადამიანობა საქმეში. ამაზე აზროვნების აკადემიაში, 20 თებერვალს, ვისაუბრებთ.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
