საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ პროფესიონალური კრივის მორიგ გრანდიოზულ შოუს.
მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) საჩემპიონო ქამრის მფლობელი პროფესიონალი მოკრივე გივი თოდუა საკუთარ ქამარს ფილიპინელი პრეტენდენტის ელმო ტრაიას წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს.
ქართული ქალთა კრივის ამომავალი ვარსკვლავი თეონა ფიროსმანაშვილი მორიგ 6 რაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლაში უზბეკი უგილშოდ დავლათოვას წინააღმდეგ გავა რინგზე.
დაუმარცხებელი პროფესიონალი მოკრივე გიორგი გიგნიაშვილი მორიგ საერთაშორისო მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლას აზერბაიჯანელი ხანბალა გურბანოვის წინააღმდეგ გამართავს!
შედგება გამორჩეულ ახალგაზრდა და გამოცდილ მოკრივეთა დაპირისპირებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან - ევროპული დონის შოუ, ქართული სული და ნამდვილი კრივი!
ბრძოლების შესახებ მასალები ექსკლუზიურად განთავსდება იუთუბის არხზე Boxing Georgia, ფეისბუქის გვერდებზე "კრივის სამყარო" და Boxing Group Promotion.
2 მაისს თბილისის ოლიმპიური სასახლის რინგზე (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) ცეცხლი აინთება - უქომაგე დიდ ქართულ გამარჯვებებს!
Doors Open: 16:00
ორთაბრძოლების დასაწყისი: 17:00
მთავარი ბრძოლები: 20:00.