ნახევრად ბნელი სივრცე, ჭიქაში ყინულის მშვიდი წკარუნი და 1930-იანი წლების საიდუმლო speakeasy ბარის ესთეტიკა.
მხოლოდ ერთი საღამოთი Boudoir Trickster თავის საიდუმლო, კამერულ მუსიკალურ სამყაროში გეპატიჟებათ და swing-ისა და cabaret-ს სტილში შესრულებულ ყველაზე ელეგანტურ კომპოზიციებს წარმოგიდგენთ.
ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ეპოქასა და მუსიკალურ სამყაროს — ერთ პროგრამაში თავს ვუყრით როგორც ნაკლებად ცნობილ მუსიკალურ მარგალიტებს, ისე საკულტო კომპოზიციებს. ვინტაჟურ შარმს ელექტრონულ რიტმებთან ვაზავებთ Caro Emerald-ისა და Parov Stelar-ის სტილში.
აკორდეონის, გიტარის, ბასისა და კახონის ცოცხალი ჟღერადობა გრუვბოქსისა და სინთეზატორების ენერგიულ პულსს ერწყმის.
კამერული კონცერტი, ემოციური სასცენო შესრულება და განსაკუთრებული ატმოსფერო. საღამო, რომელიც ყოველდღიურობისგან განტვირთვისა და სხვა რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას გაძლევთ — მათთვის, ვინც უბრალოდ გართობას კი არა, იშვიათ ემოციებს ეძებს.