BOTANICO - FRISKY/GiiO თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
BOTANICO - FRISKY/GiiO

BOTANICO - FRISKY/GiiO

BOTANICO - FRISKY/GiiO
მ.მაყაშვილის აღმართი
ბილეთის ფასი
დან 70
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

გრემის ნომინაციის 2024 წლის განხილვის სიაში მოხვედრილი ქართველი შემსრულებელი.

FRISKY - დაიბადა და გაიზარდა მუსიკალურ ოჯახში. ელიზაბეთის მოგზაურობა დაიწყო კლასიკური მუსიკის ხუთწლედით, რასაც მოჰყვა ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის შვიდწლედი. მან ასევე დახვეწა თავისი ხელობა დრამატული თეატრის მსახიობის ამპლუაში და საბოლოოდ იგი აღმოცენდა, როგორც პოპ-ვარსკვლავი საქართველოს მასშტაბით.

ელიზაბეთის მუსიკა არის ჟანრების შერწყმა, პოპის, ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული ჰაუს მუსიკის ერთგვარი ნაზავი. ეს ყველაფერი შემოსილია მისი მომხიბლავი ვოკალითა და გამორჩეული, მომნუსხველი ქართული ქალაქური ჰანგებით. ის ხშირად აერთიანებს ტრადიციულსა და ძველ ხალხურ სიმღერებს თავის ტრეკებში. ქმნის უნიკალურ ჟღერადობას, რომელიც, მისი აზრით, არის ავთენტურობისა და სილამაზის გასაღები მუსიკალურ ინდუსტრიაში.

FRISKY თავის გზას იკაფავს, როგორც ელექტრონული ჰაუს დიჯეი და პროდიუსერი, უერთდება თავის ვნებებს და მემკვიდრეობას და ქმნის რაღაც მართლაც განსაკუთრებულს, რაც მსმენელს იზიდავს და წარმატებაც არ აყოვნებს. აღნიშნულის თვალსაჩინო დასტურია ბოლო საერთაშორისო გამოსვლები აშშ-ში და განსაკუთრებით ნიუ-იორკში, სადაც მისი სახელი FRISKY უკვე EDM/ელექტრონული საცეკვაო მუსიკის სცენაზე ბრწყინავს და სახელს მოკლე ვადებში იხვეჭს.

ასე რომ, შემოგვიერთდით ცეკვითა და მუსიკით სავსე წვეულებაზე

ფოტო და ვიდეო

BOTANICO - FRISKY/GiiO

ადგილი

Botanico
ახალი თანამედროვე ქართული 🍃 ტრადიციებით შთაგონებული.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება