3 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის კაფე ბიბლუსში (მიშველაძის #5/ვაკის პარკი) ალექსეი პარინის წიგნის „ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი“ წარდგენა გაიმართება.
წიგნის წარმდგენები: რუსუდან ქუთათელაძე, თენგიზ გაჩავა, ელდარ გეწაძე, სევდია უგრეხელიძე.
ალექსეი პარინის წიგნი „ვაჟა ჩაჩავა – არტისტი და მასწავლებელი“ წარმოადგენს გამორჩეული ქართველი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის – ვაჟა ჩაჩავას შემოქმედებითი გზის ქრონიკას. წიგნი აერთიანებს ვაჟა ჩაჩავას ჩანაწერებს, ინტერვიუებს, მის შესახებ დაწერილ მოგონებებსა და წერილებს, რომლებიც მკითხველს მუსიკოსის ბიოგრაფიულ ფაქტებთან ერთად, მის ესთეტიკურ ხედვას, პროფესიულ პრინციპებსა და, ზოგადად, ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას აცნობს.
წიგნი თარგმნა გია ჯოხაძემ.
დასწრება თავისუფალია.