Book Market ფაბრიკა თბილისის ეზოში ბრუნდება!
28-29 ივნისს, ფაბრიკაში წიგნების ბაზრობაზე გიხმობთ, ბევრი წიგნით, უნიკალური გამოცემებით და მრავალფეროვანი ბეჭდური ხელოვნების ნიმუშებით.
აქ აღმოაჩენთ და გაიცნობთ საქართველოში არსებულ დამოუკიდებელ, ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ გამომცემლობებს; მათ, ვინც ბეჭდურ მასალაზე მუშაობს და საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას გვთავაზობს; წიგნის მაღაზიებს ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკასა და საყვარელ ფილმებზე; ენთუზიასტებს, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ წიგნებს გვთავაზობენ; პოსტერებს, ზინებს, და სხვა ბევრ საინტერესო ბეჭდურ მასალას.
წიგნის ბაზრობის პარალელურად დაგეგმილი პროგრამის და ვორქშოპების შესახებ ინფორმაციას მალე განვათავსებთ.
გელოდებით ფაბრიკას ეზოში - 28-29 ივნისს, 13:00-21:00-მდე
Book Market-ზე მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/aACK5BWQatyyN4gx8