Boogy Woogy საახალწლო დისკო ზეიმი მთელი ოჯახისთვის
კაფე

Boogy Woogy საახალწლო დისკო ზეიმი მთელი ოჯახისთვის

ბილეთის ფასი: 40 ლარი ასაკი: ნებისმიერი, ბილეთი სჭირდება როგორც ბავშვს, ასევე უფროსს. 4 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა 💃დრეს კოდი: დისკო 
Boogy Woogy საახალწლო დისკო ზეიმი მთელი ოჯახისთვის
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

12 იანვარს, 18:00 საათზე ფაბრიკაში (ჯანგლ რუმი) გელოდებათ მხიარულება, ფერადი კოქტეილები, ნოდარიკო ხუციშვილის ცოცხალი შესრულება და თაკო მეგრელიშვილის ცეკვის დაუვიწყარი მასტერკლასი, რაც ჩვენს საღამოს ასმაგად დასამახსოვრებელს გახდის! 🎤🎹🎊
 
ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი და გავატაროთ ჯადოსნური დრო!🎄

ფოტო და ვიდეო

Boogy Woogy საახალწლო დისკო ზეიმი მთელი ოჯახისთვის

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.