ახალგაზრდა ჭურჭლის მრეცხავის ისტორია, რომელიც პორნოფილმების სუპერვარსკვლავად იქცა. ძალიან მალე მთავარი გმირი არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს მოიპოვებს, უამრავ გულშემატკივარსა და მეგობარს შეიძენს, იყიდის ძვირად ღირებულ სახლს, თვალშისაცემად მდიდრულ ავტომობილს და გადაწყვეტს, რომ სინამდვილეზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა მწარე გამოფხიზლება, რა თქმა უნდა, შორს არ არის.
როგორც პოლ თომას ანდერსონის ფილმებში ხშირად ხდება, აქაც განსაკუთრებული სიყვარულითა და ფერადოვნებითაა აღდგენილი 1970-იანი წლების ატმოსფერო.
თავდაპირველად რეჟისორი მთავარ როლზე ლეონარდო დიკაპრიოს იწვევდა, თუმცა მსახიობმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან იმ პერიოდში „ტიტანიკში“ იღებდნენ. მოგვიანებით დიკაპრიომ აღიარა, რომ ურჩევნოდა სწორედ „ბუგის სტილის ღამეებში“ (Boogie Nights) ეთამაშა.