15 ნოემბერს Plaza Experience და Golden Tulip-ის კოლაბორაციით ბოჰო საღამო გაიმართება, რომლის მთავარი არტისტი DRUSH MUSIC იქნება.
ღონისძიებაზე დაგხვდებათ სპეციალური თემატური დეკორაცია, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
Golden Tulip Design Tbilisi მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ ცენტრში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ტერიტორიის ყველაზე პოპულარული ატრაქციონებიდან ფეხით სავალ მანძილზე. სასტუმრო აერთიანებს თბილ სტუმართმოყვარეობას მშვენიერ გარემოსთან და თანამედროვე სტილთან, რათა თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახადოს.