მენიუ
22 ნოემბერს - Mono Hall თბილისი - გრემის მფლობელ ელექტრონული მუსიკის კანადურ დუოს - BOB MOSES უმასპინძლებს.
BOB MOSES - ელექტრონული მუსიკის კანადური დუო, რომელიც 2012 წელს ნიუ-იორკში Tom Howie and Jimmy Vallance-მა ჩამოაყალიბა. სანამ Jimmy Vallance კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწევდა, ყველაფერი Lee Burridge-ის ლეიბლ „All Day I Dream“-ზე მუშაობით დაიწყო. მისი კარიერის საწყისი ეტაპები კი, trance და progressive house მუსიკალურ ჟანრებს უკავშირდება. 18 წლის ასაკში Jimmy Vallance-მა საკუთარი ტრეკების დარელიზება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლეიბლ Ultra Records-ზე დაიწყო, სადაც პოპულარული მომღერლის Sia , ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის - „Buttons“ რემიქსიც შექმნა.