რას ნიშნავს თქვენთვის სამაგიდო თამაშები? სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვას, მეგობრებთან შეხვედრის მიზეზს თუ ახალი ადამიანების გაცნობას?
ჩვენთვის ეს ყველაფერი ერთადაა: ცოცხალი კომუნიკაცია, სიცილი, მეგობრული კამათი და აზარტი — ყველაფერი თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში.
გეპატიჟებით სამაგიდო თამაშების საღამოზე სამშაბათს
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამჯერად შეიცვალა სამაგიდო თამაშებისთვის ტრადიციული კვირის დღე).
რას გელით?
• 25-ზე მეტი სამაგიდო თამაში — სტრატეგიებიდან და დედუქციიდან ქაოსამდე და აბსურდამდე.
• ადამიანები, რომლებთანაც საინტერესოა თამაში, საუბარი და მეგობრულად კამათი.
• სიმყუდროვე, მცირე გამასპინძლება და ატმოსფერო, სადაც მარტივია იყო საკუთარი თავი.
• ორგანიზატორები, რომლებიც არა მხოლოდ წესებს ხსნიან, არამედ საღამოს ცოცხალსა და დინამიკურს ხდიან.
ვისთვის არის?
ყველა სამაგიდო თამაშების მოყვარულისთვის, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად. არ გაუშვათ შესაძლებლობა, სასიამოვნოდ გაატაროთ საღამო თანამოაზრეების გარემოცვაში და აღმოაჩინოთ ახალი თამაშები.
მოდი — თამაში დაიწყება მაშინვე, როგორც კი მაგიდასთან დაჯდებით.
