ლურჯი ხავერდი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ლურჯი ხავერდი

ლურჯი ხავერდი

ლურჯი ხავერდი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18 ₾
ინგლისური, რუსული

განრიგი

03.10.2026
შაბათი
21:00
18 ₾

აღწერა

ეროტიკული დეტექტიური თრილერი ნეო-ნუარის სტილში. ფილმმა ლინჩს საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარის“ მეორე ნომინაცია მოუტანა და დღეს 1980-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს კინოსურათად მიიჩნევა. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ის შეიტანა როგორც 100 წლის განმავლობაში შექმნილი 100 ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი ამერიკული ფილმის, ისე 10 კლასიკურ ჟანრში 10 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში.

„ლურჯი ხავერდის“ დრამატურგიაზე საუბრისას მთავარი როლის შემსრულებელი იზაბელა როსელინი აღნიშნავს: „დევიდის ფილმები უფრო მეტად შეგრძნებებსა და გამოცდილებას გადმოსცემენ, ვიდრე ისტორიას გვიყვებიან. ისინი არ იკვლევენ პერსონაჟებს ანთროპოლოგიური ან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს სიურრეალისტური შთაბეჭდილებებია“.

დღეს ფილმზე ხშირად საუბრობენ, როგორც კინოსა და პოპ-არტის ან ექსპრესიონისტული ფერწერის სინთეზის მაგალითზე — ამ მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი და გაჯერებული ფერებით.

როგორც თავად დევიდ ლინჩი აღიარებდა, „ლურჯი ხავერდი“ მისი პირველი ფილმი იყო, რომელშიც მუსიკას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ეს ნაწილობრივ კომპოზიტორ ანჯელო ბადალამენტისთან შეხვედრის დამსახურებაც იყო. საუნდტრეკზე მუშაობისას ბადალამენტი ლინჩის მითითებას მიჰყვებოდა — მუსიკა დიმიტრი შოსტაკოვიჩის „სიმფონია №15 ლა მაჟორში“მოსმენის ფონზე შეექმნა.

მას შემდეგ ბადალამენტის მელოდიური და მელანქოლიით გაჯერებული მუსიკა ლინჩის კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა.

ფოტო და ვიდეო

ლურჯი ხავერდი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება