ბლუ ნოუთ არტ გამოფენა 2023 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

ბლუ ნოუთ არტ გამოფენა 2023

ის ცას უახლოვდება, მაგრამ არ ივიწყებს მიწასაც. მის ნამუშევრებში იგრძნობა სიყვარული, ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემები, ტკივილი, დროის მნიშვნელობა და იმედი. მხატვრის ტილოებში დიდი სევდის მიუხედავად, იმედი ჩანს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის მათ ხილვას. მხატვრის შემოქმედებასა და მისი ნამუშევრების მიღმა მრავალი გზავნილი იმალება, რომელიც სოციალურ თემებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მხოლოდ ერთ ფერში მუშაობს, ის ძალიან საინტერესოდ თამაშობს ჩრდილებით. ფერი მისთვის რეალობას განსაზღვრავს, ის უარყოფს ფერად სათვალეს, რომელსაც ხშირად თავის მოტყუების მიზნით ატარებენ. მისთვის თითოეული ნამუშევარი ძვირფასია და აღწერს მისი ცხოვრების ერთ დღეს. მხატვარი ფიქრობს, რომ შემოქმედება მაშინაა ღირებული, როცა მასში ცოცხლობს წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ეს არის კლასიკის უძველესი განმარტება. ნამუშევარი, რომელიც დროსთან არ მარცხდება. დაწყების დრო - 12:00 - 20:0012 წლამდე ბავშვები დაიშვებიან ბილეთის გარეშე.
ბლუ ნოუთ არტ გამოფენა 2023
12, D. Uznadze Str., Tbilisi
advertising

აღწერა

გიორგი პაპკიაური არის ხელოვანი, რომელსაც ტილოზე გადმოაქვს თავის ცხოვრებაში არსებული რეალობა, მოვლენები, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მასზე. ის ხატავს ადამიანებს, რომლებმაც მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპები სრულიად გარდაქმნეს, ან უბრალოდ პიროვნული მახასიათებლებით დაამახსოვრეს თავი. მისი ნამუშევრები არის მრავლისმეტყველი, ემოციური, მოგონებებით აღსავსე, მისტიურიც და ამავდროულად მიწიერიც.

ადგილი

IArt Gallery
IArt Gallery
12, D. Uznadze Str., Tbilisi
არტ გალერეა თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება