Bloom flea market თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Bloom flea market
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.04.2026
შაბათი
15:00

აღწერა

ყველაფერი ყვავის, ბაღს საამური მზე ათბობს ამიტომაც Bloom Flea Marketზე გეპატიჟებით, მეგობრები და მაღაზიები ხელნაკეთებს, vintage ტანისამოსის კოლექციებსა და სხვადასხვა სიკეთეებს გამოამზეურებენ. 

დედაენის ბარში დღისით მზისით პატარა ბაზარი გაიმართება, NESSA აივანზე დაუკრავს, ჩვენ კი ვწრუპოთ, ვიურთიერთოთ, ლამაზი სიხარულები შევიძინოთ.

ამდენ საუცხოო მაღაზიას ერთ სივრცეში ხშირად ვერ ნახავ, ხოდა დავირაზმოთ დედაენის ბარისაკენ, გაზაფხულს ესეთი შეგებება უყვარს

ფოტო და ვიდეო

Bloom flea market

ადგილი

დედაენის ბაღი
დედაენის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული პარკია. იგი მშრალ ხიდთან, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის და კაფე-ბარები. ბაღში დგას ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი დედაენის ძეგლი. დედაენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება