Global Miller Mix Beatport Series-ს ფარგლებში თბილისს BLOND:ISH ესტუმრება. ღონისძიებას კლუბი Khidi უმასპინძლებს, სადაც კანადელი არტისტის გარდა ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული დიჯეების მოსმენასაც შეძლებთ.
BLOND:ISH განსაკუთრებული არტისტია, ვისი შემოქმედებითი ხედვა და გავლენა დიდი ხანია მუსიკის საზღვრებს გასცდა. როგორც მუსიკოსი, დიჯეი, ლეიბლის დამფუძნებელი და ეკო-აქტივისტი, ის არღვევს ყველა ბარიერს, რომელიც არტისტს და მსმენელს შორის არსებობს. მისი მიზანია შექმნას გარემო, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს. BLOND:ISH-ის მუსიკა მსმენელში განსხვავებულ შეგრძნებებს აღვიძებს და მათ დაუვიწყარ გამოცდილებას ჩუქნის - ეს ყველაფერი კი ჟანრობრივი ჩარჩოების გარეშე, მუდმივი ექსპერიმენტებისა და თავისუფლების პირობებში ხდება. ჰიპნოტური აფრო-ჰაუსით დაწყებული, 80-იანი წლების დისკო ესთეტიკით დასრულებული, მის დიჯეი სეტებში ვხვდებით ყველაფერს, რაც მუსიკის მოსმენას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.
Miller Mix Beatport Global Series-ს ფარგლებში BLOND:ISH-ის სეტი გაისტრიმება Beatport-ის იუთუბ არხზე და მისი მოსმენა შეეძლება ყველას, ვისაც ამ მუსიკალური ემოციების გაცოცხლება მოუნდება.
Miller Mix Tbilisi გლობალური ღონისძიებების სერიის რიგით მე-8 ივენთია, რომლის მიზანია სხვადასხვა მუსიკალური სცენის ნიჭიერი არტისტების და ვენიუების აღმოჩენა და მათი მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე მონიშვნა.
კარის გახსნა: 23:00
დასაწყისი: 23:59
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+