BLAST BEATS: METAL vs BASS თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
BLAST BEATS: METAL vs BASS

BLAST BEATS: METAL vs BASS

BLAST BEATS: METAL vs BASS
10/9, D. Uznadze Str.
ბილეთის ფასი
დან40
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

BLAST BEATS: METAL vs BASS - ახალი crossover-პროექტი თბილისში ZARDONIC-ისა
და Eric Hutchence-ის კოლაბორაციით.

12 ივნისს თბილისში კონცეპტუალური მუსიკალური პროექტი გაიმართება, რომელიც
აერთიანებს მძიმე მუსიკას, drum & bass-ს, industrial ჟღერადობასა და ძლიერ საკლუბო
ენერგიას.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ZARDONIC - საერთაშორისო (ვენესუელა/გერმანია)
არტისტი, პროდიუსერი და DJ, რომელიც ცნობილია metal-ის, drum & bass-ისა და
industrial ელექტრონული მუსიკის აგრესიული სინთეზით. გამორჩეული სცენური
იმიჯი, ძლიერი ენერგია და მისთვის დამახასიათებელი Metal & Bass ჟღერადობა მას
მძიმე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ცნობად წარმომადგენლად აქცევს.
პროექტის მეორე მონაწილეა Eric Hutchence - metal DJ/performer/crossover artist,
რომელიც მძიმე მუსიკას, ელექტრონულ ენერგიასა და ცოცხალ სცენურ ელემენტებს
აერთიანებს. მისი გამოსვლები ეფუძნება metal-სცენის ენერგიას, ბასზე
ორიენტირებულ ჟღერადობასა და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტს.
თბილისისთვის BLAST BEATS: METAL vs BASS იშვიათ ფორმატს წარმოადგენს: ეს არ
არის უბრალოდ საკლუბო საღამო ან სტანდარტული metal-კონცერტი - ეს არის
ჰიბრიდული შოუ metal-ის, drum & bass-ის, industrial-ის, alternative-მუსიკისა და
underground-კულტურის მსმენელებისთვის.

თარიღი: 12 ივნისი
ქალაქი: თბილისი
მონაწილეები: ZARDONIC / Eric Hutchence
ლოკაცია: Mechanica Club (დ.უზნაძის 9)

ფოტო და ვიდეო

BLAST BEATS: METAL vs BASS

ადგილი