ბლეზი - ბორჯომის თოჯინების თეატრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ბლეზი - ბორჯომის თოჯინების თეატრი

ბლეზი - ბორჯომის თოჯინების თეატრი

ბლეზი - ბორჯომის თოჯინების თეატრი
3, კოსტავას ქ.
ბილეთის ფასი
დან10
ქართული

განრიგი

26.07.2026
კვირა
20:00
10

აღწერა

სპექტაკლის შესახებ:

კლოდ მანიეს პიესის მიხედვით

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქცია.


ფრანგული კომედიის კლასიკად აღიარებული პიესა „ბლეზი“ მაყურებელს ხალისით, ირონიითა და მოულოდნელი კომიკური სიტუაციებით სავსე ამბავს სთავაზობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ბლეზია, რომლის ერთი შეხედვით უწყინარი გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გადახლართულ მოვლენათა ჯაჭვს იწვევს და ეს 
გაუგებრობები ნამდვილ კომიკურ ქაოსად იქცევა.


კლოდ მანიეს პიესისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი, ცოცხალი დიალოგები და დახვეწილი ფრანგული იუმორი სცენაზე ქმნის მსუბუქ, დინამიკურ და ენერგიულ ატმოსფეროს. პერსონაჟები მუდმივად მალავენ სიმართლეს, ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამ გზაზე არაერთ აბსურდულ და სახალისო სიტუაციაში ხვდებიან.


თარგმანი და სცენური ადაპტაცია - დიმიტრი ხვთისიაშვილი

რეჟისორები- დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილი

მხატვარი - ანა კალატოზიშვილი

ქორეოგრაფი - გია მარღანია

მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი

რეჟისორის თანაშემწე - ნათია ბოშიშვილი


მონაწილეობენ: თამარ ჭანუყვაძე, ხატია მელქაძე, ნიკა ხრიკული, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე, თამარ ქადაგიძე, ალექსანდრე შარაბიძე, ანა თოგოშვილი, ლალი ღერკენაშვილი, ალექსანდრე კვეზერელი, ნიკა ჭკადუა.


ასაკი: 15+

ფოტო და ვიდეო

ბლეზი - ბორჯომის თოჯინების თეატრი

ადგილი