კლოდ მანიეს პიესის მიხედვით
ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქცია.
ფრანგული კომედიის კლასიკად აღიარებული პიესა „ბლეზი“ მაყურებელს ხალისით, ირონიითა და მოულოდნელი კომიკური სიტუაციებით სავსე ამბავს სთავაზობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ბლეზია, რომლის ერთი შეხედვით უწყინარი გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გადახლართულ მოვლენათა ჯაჭვს იწვევს და ეს გაუგებრობები ნამდვილ კომიკურ ქაოსად იქცევა.
კლოდ მანიეს პიესისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი, ცოცხალი დიალოგები და დახვეწილი ფრანგული იუმორი სცენაზე ქმნის მსუბუქ, დინამიკურ და ენერგიულ ატმოსფეროს. პერსონაჟები მუდმივად მალავენ სიმართლეს, ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამ გზაზე არაერთ აბსურდულ და სახალისო სიტუაციაში ხვდებიან.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.