ღარიბი ბოშა გადაწყვეტს ავანტიურას — იორდანიიდან ოც ცისტერნა ბენზინის შეძენას, ამისთვის ფულს ისესხებს, მაგრამ ატყუებენ და ყველაფერს კარგავს. ვალის სანაცვლოდ კრედიტორი მოითხოვს, რომ ბოშის ვაჟმა მის ჯუჯა დას, აფროდიტეს, ცოლად შეირთოს. თუმცა ახალგაზრდა სხვა გოგონა უყვარს, თავად აფროდიტეც მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაზე ოცნებობს. მრავალი თავგადასავლისა და კომიკური გაუგებრობის შემდეგ ყველაფერი ბედნიერად სრულდება.
„ეს ფილმი ადამიანს სულელივით აბედნიერებს. კინოდან გამოდიხარ ნეტარი ღიმილით, დალევის სურვილით და შეგრძნებით, რომ მთელი სამყარო ჯიბეში გიდევს... ფილმის ნახევარი ქორწილში გადის, რომელიც სიუჟეტის ნამდვილი კულმინაციაა. ისეთი ქორწილია, რომ არ დაგავიწყდება: ვიოლინოები, ცეკვები, ფოკუსები და ნამდვილი სასწაულები, კისკისით სავსე ბატების ფარები და შავი ღორი, რომელიც მანქანის მოპირკეთებას ღეჭავს. დუნაის ტალღები და უსასრულო ცა. მარკ შაგალი რომ კინორეჟისორი ყოფილიყო, სწორედ ასეთ ფილმს გადაიღებდა.“
— ალექსეი ვასილიევი.