ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამა, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროთი დაინტერესებულ პირებს იწვევს მსოფლიოში ყველაზე ტრენდულ საერთაშორისო ბიზნეს-თამაშზე- FRESH Connection.
“FRESH Connection“ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბიზნეს თამაშს ღირებულებათა და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით. თამაშში მონაწილეები შეძლებენ მიიღონ მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება და შეეჯიბრონ მათ უცხოელ კოლეგებს ეფექტურობაში.