მენიუ
📌 10 აპრილს (ოთხშაბათს) გაიმართება ბიზნეს საუზმე ნინო გოგოხიასთან ერთად.
ნინო გოგოხია - Smart Coffee Solution-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელი საქართველოში და Melitta-ს წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში.
ასევე, ნინოს ეკავა პოზიციები სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა De’Longhi Group, სადაც 4 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო ბიზნეს პროცესებზე საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში.
ბიზნეს საუზმეზე ნინოსთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება ყავის ინდუსტრია თბილისსა და სხვა რეგიონებში, განვიხილავთ საქართველოში თვითმომსახურების ყავის ობიექტების ფორმატს და მთლიანად ინდუსტრიის პერსპექტივებს.