ქოუჩინგ ლაბის და International Business Coaching University-ს პარტნიორობის ფარგლებში, ვიწყებთ ICF-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის მეოთხე ნაკადს - ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა.
ეს არის ICF (ACC) აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში მოახდინოს ლიდერობის პარადიგმის ცვლილება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნის და კომპეტენციების შესწავლას, ასევე ლიდერობის პარადიგმის გაცნობიერებას და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.
პროგრამის ოთხი მოდული აერთიანებს ოთხ მიმართულებას: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი. თითოეულ თემაში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები, ქოუჩის კომპეტენციები, ბიზნეს ქეისები.