მენიუ
ზაფხული უკვე შემოვიდა საქართველოში და იმატებს სურვილი ხშირად გავიდეთ ქალაქიდან სასეირნოდ, ლაშქრობებზე და მთებში, ტყეებში და სხვა ბუნებრივ სილამაზეში. და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან აყვავებულ მცენარეებს წააწყდებით. ზოგის ყვავილობა შეუმჩნევლად შეიცვლება სხვა სახეობების ყვავილობით, ზოგი კი მთელი ზაფხული გაახარებს თვალს თავისი სილამაზით. საქართველოში 4500-ზე მეტი სახეობის მცენარეა. მაგრამ მათ შორის არის არც თუ ისე უვნებლებიც. დიახ, ბევრი არ არის, მხოლოდ რამდენიმე ათეული სახეობისაა აბსოლუტურად შხამიანი მცენარეები. თუმცა, კარგი იქნება, ვისწავლოთ მათი ამოცნობა!