6 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ევროპაში მოღვაწე ექიმ-ონკოლოგ ზაზა უჯმაჯურიძესთან თემაზე: „ბჰაგავად გიტა - თავისუფლება და არჩევანი".
თავისუფლება და არჩევანი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი ქმედებები, პასუხისმგებლობა და განვითარების გზა.
თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია ბჰაგავად გიტაში, სადაც განხილულია რამდენად თავისუფალია ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში და როგორ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის შინაგან მდგომარეობას, თვითშემეცნებასა და სულიერ განვითარებას, რაც განსაზღვრავს მის ქცევასა და დამოკიდებულებებს.
️ ბჰაგავად-გიტა, შრიმად-ბჰაგავატამისა და მთელი რიგი უძველესი წერილების მთარგმნელი, ასევე ცნობილი დანიურიდან ჰ.ქ. ანდერსენის ქართული თარგმანებით, პოეზიის თარგმანებით და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.