თქვენ სტამბოლში ხართ, თქვენ უცხოელი ხართ, თქვენ დაკარგული ხართ.
გადამეორებადი კადრები, რომლებიც ყოველი დაბრუნებისას იცვლებიან, წაშლის ზღვარს მოვლენასა და მოგონებას შორის. რეალობის შეგრძნება ქრება – უცნაური და შემაშფოთებელი დეზორიენტაცია იწყება.
გმირი ვეღარ ხვდება, ეს ყველაფერი სიზმარია თუ არა.
გოგონას მართლა ლალი ჰქვია?
ეს მეჩეთია თუ საზღვაო მუზეუმი?
მოეჩვენა, თუ თურქულ ხალიჩაზე ტიტაა გამოსახული?
ჰყავს მსახური? როცა სჭირდება – ის აღარ ჩანს.
ვინ არის ის მეთევზე კიბეებზე, რომლებიც ზღვას მიუყვება?
აქ მეთევზე არ არის.
სად არის მისამართი, რომელიც გოგონამ ბალახში დაგდებულ ფურცელზე დაწერა?
რომელი მისამართი?
ფრანგი ავანგარდული მწერლის, ალენ რობ-გრიეს, პირველი რეჟისორული ნამუშევარი, გადაღებული მაშინვე რევოლუციური ფილმის „გასულ წელს მარიენბადში“ გამოსვლის შემდეგ, რომლის სცენარიც სწორედ მან დაწერა.
ლუი დელიუკის პრემია და ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვის“ ნომინაცია.