ბერსერკები: ფილოკტეტე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ბერსერკები: ფილოკტეტე

ბერსერკები: ფილოკტეტე

ბერსერკები: ფილოკტეტე
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ქართული

განრიგი

16.01.2026
პარასკევი
20:00
30 ₾ - 35
30 ₾ - 35
ვრცლად
17.01.2026
შაბათი
20:00
30 ₾ - 35
30 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

ქუთაისის თეატრ „ლიანდაგის“ სპექტაკლის „ბერსერკები: ფილოკტეტე“ პრემიერა თბილისში!

 

ჰაინერ მიულერი „ფილოკტეტეს“ საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა და  ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას უტრიალებს, იგი იკვლევს კოლექტივიდან განდევნილი ინდივიდის არსობრივ პრობლემატიკას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნებაც მხოლოდ უაღრესად რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი. ეს დრამატული სიტუაცია - კოლექტივისა და ინდივიდის, იძულებისა და ავტონომიის დაპირისპირება საკმაოდ რადიკალური ფორმებით იკვლევს იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებს, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. როგორ ექცევა უმრავლესობა უმცირესობად აღქმულ ადამიანებს? რას შეიძლება ნიშნავდეს განკვეთა და განდევნა თანამედროვე სოციუმში? რა ფასი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისგან სრულ დისტანცირებას? რას ნიშნავს ნამდვილი ერთგულება და ლოიალურობა? სად გადის სოლიდარობის საზღვრები, მაშინ როდესაც სასწორზე პოლიტიკური თუ მილიტარისტული ინტერესები დევს?

 

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ „ფილოკტეტეს“ დღემდე არ დაუკარგავს თავდაპირველი პოლიტიკური და ესთეტიური აფეთქების პოტენციალი და „ბერსერკების“ შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იქცეს უაღრესად მნიშვნელოვან რეფლექსიად ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობისა და ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე.

 

ფოტო და ვიდეო

ბერსერკები: ფილოკტეტე

ადგილი