„ბერსერკული“ ციკლის სპექტაკლები თეატრალური სერიალია, სადაც თეატრის ენითა და ხერხებით „ფენტეზის“ ჟანრის მითოლოგია იქმნება. თუმცა ამ მითოლოგიის სრული შინაარსი აქამდე მხოლოდ „ბერსერკების“ შემოქმედებითი გუნდის ექსკლუზიურ ცოდნად რჩებოდა. ბერსერკული მითოლოგია წარმოადგენდა ერთგვარ აისბერგს, რომლის მხოლოდ წვერს თუ ხედავდა პუბლიკა, დანარჩენი მთის უზარმაზარი ნაწილი კი მხოლოდ მინიშნებებისა და საიდუმლოებების სახით აღწევდა მაყურებლებამდე.
ახლა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა გახსნას „საიდუმლო“ ცოდნა და მაყურებლებს ბერსერკული მითოლოგიის დაფარული შინაარსი გაანდოს: ვინ არიან „ბერსერკები“, საიდან მოვიდნენ და რა არის მათი მისია?
ამრიგად, მაყურებლებს ერთდროულად ელით „თეატრალური მაგიის სეანსი და მისი სრული გამოაშკარავება“. საუკეთესო დრო შემოუერთდეთ ბერსერკულ ეპოსს.