აღწერა
ბერსერკების მითიური თავგადასავალი ამჯერად „ქალაქის თეატრში“ გრძელდება!
„ბერსერკები II: მზიანი მხარე“ ეფუძნება ქეთი ნიჟარაძის პროზას, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უსამართლოდ მივიწყებულ ხმას. ქეთი ნიჟარაძის მძაფრი და შეურიგებელი ტექსტები ნათლად და უპრეტენზიო სიზუსტით აღწერს ჩვენი რეალობის ფუნდამენტურ კონფლიქტს საზოგადოებასა და მის წინააღმდეგ ამბოხებულ ინდივიდს შორის; მით უფრო, რომ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მოქმედების ძირითადი არეალი პატრიარქალური ტრადიციების ერთგული თბილისი, ხოლო პროტაგონისტთა უმრავლესობა - ქალია.