ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+)

ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+)

სიყვარულსა და სიძულვილის ზღვარზე არსებობა. კარჩაკეტილი ცხოვრება, გარემოს შიში, დაუნდობელი ურთიერთობები. ნუთუ თავისუფლების შეზღუდვით, შეიძლება აიცილო უბედურება?! თუ პირიქით შიგნით დაგროვილი, ემოცია რომელსაც ვერ ხარჯავს ადამიანი, იქცევა იმ ფატალურ ტალღად რაც ყველაფერს ნთქავს და თავადაც განადგურებს. ადამიანი არ არის გაჩენილი მორჩილებისთვის, არც ქალი, თუმცა გარემო ხშირად საპირისპიროს გვაჩვენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, იმ სტერეოტიპების ნგრევა რომელიც ზღუდავს თავისუფლებას.  სიყვარულმა შეიძლება მოგცეს ძალა, გაარღვიო ყველა ჯებირი რომელიც გაბრკოლებს, თუმცა, თუკი შენი ქმედებებით არღვევ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, შეიძლება ტრაგედიად გადაიქცეს. არვის აქვს სხვისი ცხოვრების, ძალადობრივი მეთოდებით მართვის უფლება. ამიტომ ქმედებებზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხანდახან ყველამ ფრთები უნდა შევისხათ, სიყვარულის. ХХ საუკუნის უდიდესი დრამატურგისა და პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას ეს პიესა, მისი ბოლო ნამუშევარია. ის გვიამბობს ნამდვილ ამბავს, ბერნარდა ალბასა და მის ქალიშვილებზე, აღწერს ისტორიას რომელიც მის თვალწინ ვითარდებოდა. პიესა თარგმნილია მრავალ ენაზე და დღემდეიდგმება მსოფლიოს წამყვან თეატრებში. რეჟისორი - მაია დობორჯგინიძედასაწყისი: 19:00
ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+)
2/4, Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ფედერიკო გარსია ლორკა
"ბერნარდა ალბას სახლი"
დრამა 1 მოქმედებად
(პრემიერა)

ფოტო და ვიდეო

ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+)

ადგილი

თავისუფალი თეატრი
თავისუფალი თეატრი
2/4, Shota Rustaveli Ave, Tbilisi
თეატრი რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს
ამ ადგილის ყველა ღონისძიება