შემოგვიერთდით დაუვიწყარ ბენტო ტორტის მომზადების მასტერკლასზე!
თქვენთვის წინასწარ მოვამზადებ ბისკვიტს, კონფიტიურსა და უგემრიელეს კრემ-ყველს — ამ ინგრედიენტებით კი ერთად ავაწყობთ თქვენს განსაკუთრებულ ბენტო ტორტს.
🎨 ვისწავლით ფერადი კრემის მომზადებას.
✨ გავაფორმებთ ტორტებს — დიზაინის შერჩევაში დასახმარებლად წინასწარ გაგიზიარებთ Pinterest-იდან შერჩეულ იდეებს.
☕ გავაკეთებთ პატარა შესვენებას ჩაითა და გემრიელობებით.
🪩 თქვენს ულამაზეს ტორტს ბენტო ბოქსში მოვათავსებთ და ლენტებით, ბარათებითა და ბრჭყვიალა დეტალებით გავაფორმებთ.
გავიცნობთ ერთმანეთს, ვისაუბრებთ, ვიცინებთ, გადავიღებთ ფოტოებს და დადებითი ემოციებით დავიმუხტებით.
მასტერკლასიდან კი წახვალთ კარგი განწყობით და, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით შექმნილი ბენტო ტორტით! 🎂