BEKA GOCHIASHVILI & ELECTRIC TRIO თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
BEKA GOCHIASHVILI & ELECTRIC TRIO

BEKA GOCHIASHVILI & ELECTRIC TRIO

BEKA GOCHIASHVILI & ELECTRIC TRIO
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან75
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

04.05.2026
ორშაბათი
20:00
75 ₾ - 140
75 ₾ - 140
ვრცლად

აღწერა

4 მაისს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში - MONO HALL წარმოგიდგენთ, ბექა გოჩიაშვილის კონცერტს. მასთან ერთად სცენას დაიკავებს ბაბი ლუისი და ეიდი რობერთსი, რომლებიც ქართველი მსმენელისწინაშე პირველად წარდგებიან.


ბექა გოჩიაშვილი — Beka Gochiashvili & Electric Trio 

 

შემადგენლობა: 

 

Beka Gochiashvili - Keys

Bubby Lewis - Bass 

AD Roberts - Drums

 

ბექა გოჩიაშვილი - ქართველი ჯაზ პიანისტი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მუსიკოსი. მანძალიან პატარა ასაკში დაიწყო გამოსვლები და სწრაფად მიიპყრო ყურადღება თავისი ემოციურიშესრულებითა და ვირტუოზობით. იგი მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან კონცერტებსა დაფესტივალებზე  თანამედროვე ჯაზის ახალი თაობის არტისტებსთან ერთად და ასევე დიდლეგენდებთან როგორებიც არიან სტენლი კლარკი, ჯონ პატიტუჩი და სხვა.
 

------

19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი

------
 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 7+

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.



აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

BEKA GOCHIASHVILI & ELECTRIC TRIO

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება