სკანდალურად ცნობილი ფილმია, რომელიც დაბნეულობას იწვევს მათში, ვინც გართობას ეძებს, და ექსტაზამდე მიჰყავს მათ, ვისაც თეორიზება უყვარს.
ეს ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელზე ყველას სმენია, ყველა არ ნახავს, და მხოლოდ ცოტა თუ გაიგებს ბოლომდე.
ეს არის მრავალშრიანი თავსატეხი იმის შესახებ, როგორი გრძნობაა პირდაპირ სხვის თავში აღმოჩნდე.
ჩვენ არაერთხელ გვიმღერია ქება ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გენიალური ამერიკელი სცენარისტის — ჩარლი კაუფმანის მისამართით და გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩარლი ბრწყინვალეა, ხოლო ფილმი „იყო ჯონ მალკოვიჩი“ — მისი დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში და პირველი თანამშრომლობა სპაიკ ჯონზთან (შემდგომ იყო „ადაპტაცია“).
აუცილებლად სანახავი ფილმია!