რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიის მეორე ნაწილი სიყვარულისა და ურთიერთობების განვითარების შესახებ დროში. ხომ უნდა გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს, შეხვდნენ თუ არა ჩვენი შეყვარებული გმირები ნახევარი წლის შემდეგ სადგურზე, როგორც დაპირებული ჰქონდათ?
დიახ, შეხვდნენ! მაგრამ 9 წლის შემდეგ. უკვე მოზრდილები, მძიმე ურთიერთობებით დატვირთულები და ცხოვრებისგან საგრძნობლად იმედგაცრუებულები. მეტი აღარ გაგიმხელთ.
ლინკლეიტერი დიდ ფორმატებსა და გრძელ, ძალიან გრძელ პროექტებშია ოსტატი. ეს ტრილოგია 18 წლის განმავლობაში გადაიღო — ორი 9-წლიანი ინტერვალით ფილმებს შორის, რა დროსაც თავად მსახიობები მნიშვნელოვნად იცვლებოდნენ. შემდგომ სცენარში მათ რეალური ბიოგრაფიული დეტალებიც შეიტანეს, მაგალითად, ითან ჰოუკის განქორწინება.
ფილმში ჟული დელპის მიერ დაწერილი სამი სიმღერაა, რომელიც ამ პროექტისთვის არა მხოლოდ მსახიობი და კომპოზიტორი, არამედ სცენარის თანაავტორიც გახდა.
ამ კვირაში ჩვენ ვუყურებთ ლინკლეიტერის ტრილოგიის ყველა სამ ნაწილს. ვინც ჩვენთან ერთად სამივე ფილმს ნახავს — დიდი-დიდი ყოჩაღები არიან!
