მზის ჩასვლამდე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მზის ჩასვლამდე

მზის ჩასვლამდე

მზის ჩასვლამდე
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

აღწერა

რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიის მეორე ნაწილი სიყვარულსა და დროთა განმავლობაში ურთიერთობების განვითარებაზე. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ, შეხვდნენ თუ არა ჩვენი შეყვარებული გმირები ერთმანეთს ექვსი თვის შემდეგ სადგურზე, როგორც შეთანხმდნენ?

დიახ, შეხვდნენ! ოღონდ 9 წლის შემდეგ. უკვე გაზრდილები, ხანგრძლივი ურთიერთობებითა და ვალდებულებებით დატვირთულები და ცხოვრებით საკმაოდ იმედგაცრუებულები. მეტს აღარაფერს მოგიყვებით.

ლინკლეიტერი მასშტაბური ფორმებისა და ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი პროექტების ოსტატია. ამ ტრილოგიას ის 18 წლის განმავლობაში იღებდა — ფილმებს შორის ორჯერ 9-წლიანი ინტერვალით. ამ დროის განმავლობაში თავად მსახიობებიც მნიშვნელოვნად იცვლებოდნენ. მოგვიანებით სცენარში მათი რეალური ბიოგრაფიებიდან აღებული დეტალებიც შევიდა, მათ შორის — იტან ჰოუკის განქორწინება.

ფილმში ჟიული დელპის მიერ დაწერილი სამი სიმღერაც ჟღერს. ამ პროექტში ის არა მხოლოდ მსახიობი და კომპოზიტორი, არამედ სცენარის თანაავტორიც გახდა.

ამ კვირაში ლინკლეიტერის ტრილოგიის სამივე ნაწილს ვუყურებთ. ვინც ჩვენთან ერთად სამივე ფილმს ნახავს — ძალიან, ძალიან ყოჩაღ! ❤️

ფოტო და ვიდეო

მზის ჩასვლამდე

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება