მზის ამოსვლამდე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მზის ამოსვლამდე

მზის ამოსვლამდე

მზის ამოსვლამდე
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

აღწერა

ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სიყვარულსა და დროთა განმავლობაში ურთიერთობის განვითარებაზე. ორი ადამიანი ერთმანეთს მატარებელში ხვდება. სპონტანურ იმპულსს აყოლილი მთავარი გმირი გოგონასთან ერთად ვენაში ჩადის, რათა მთელი ღამე ქალაქში ისეირნონ, ისაუბრონ და თანდათან უფრო მეტად აღმოაჩინონ ერთმანეთის სილამაზე.

პირველი შეხვედრის მაგია, აღფრთოვანება და მოხიბვლა ადამიანით, რომელიც სულ ახლახან აღმოაჩინე, ახლად დაბადებული კავშირის საოცრება — ეს ყველაფერი საბოლოოდ 1995 წელს აღიბეჭდა კინოფირზე. ლინკლეიტერმა შეძლო, არ დაეკარგა გულწრფელობა ისეთ ფაქიზ თემაზე საუბრისას, როგორიც ადამიანებს შორის მოულოდნელად გაჩენილი მიზიდულობაა — არაპროგნოზირებადი და საოცარი, წამიერი, თუმცა ისეთი, რომელსაც შეუძლია მთელი ცხოვრების კვალი დატოვოს.

9 წლის შემდეგ ლინკლეიტერი ამ ისტორიის გაგრძელებას გადაიღებს — იმავე, უკვე გაზრდილ მსახიობებთან ერთად და ირონიულად დაარქმევს მას „მზის ჩასვლამდე“ (Before Sunset) — მას მეორე დღეს ვნახავთ. კიდევ 9 წლის შემდეგ კი მესამე ფილმს გადაიღებს — „შუაღამემდე“ (Before Midnight) — რომელსაც ასევე ამ კვირაში ვნახავთ. ვინც ჩვენთან ერთად ტრილოგიის სამივე ფილმს ნახავს — ძალიან, ძალიან ყოჩაღ! ❤️

🏆 ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის.

ფოტო და ვიდეო

მზის ამოსვლამდე

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება