ვუყურებთ რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიის დასკვნით ნაწილს, რომელშიც ჯესი და სელინი, რომლებსაც უკვე 20 წელია ერთმანეთი უყვართ, თავიანთი ურთიერთობის სიმწიფის რთულ პერიოდს გადიან.
შორეულ 1995 წელს რიჩარდ ლინკლეიტერმა, საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვისაც მოულოდნელად, სიყვარულზე წარმოუდგენლად მშვენიერი ფილმი გადაიღო. ეს ნამდვილი სასწაული იყო! პირველი შეხვედრის მაგია, ახლად აღმოჩენილი ადამიანით მოხიბვლა და გატაცება, ახლად დაბადებული კავშირის საოცრება — ეს ყველაფერი საბოლოოდ კინოფირზე აღიბეჭდა. ლინკლეიტერმა შეძლო, არ დაეკარგა გულწრფელობა ისეთ ფაქიზ თემაზე საუბრისას, როგორიც ადამიანებს შორის მოულოდნელად გაჩენილი მიზიდულობაა — არაპროგნოზირებადი და საოცარი, წამიერი, თუმცა ისეთი, რომელსაც შეუძლია მთელი ცხოვრების კვალი დატოვოს.
9 წლის შემდეგ ის ისტორიის გაგრძელებას — „მზის ჩასვლამდე“ (Before Sunset) — იღებს, ისევ იმავე, უკვე გაზრდილ მსახიობებთან ერთად. სიქველები იშვიათად გამოდის კარგი, მაგრამ ლინკლეიტერმა კვლავ შედევრი შექმნა! კიდევ 9 წლის შემდეგ კი მესამე ნაწილი გადაიღო — ისევ იმავე მსახიობებით, რომლებიც ამჯერად კიდევ ცხრა წლით იყვნენ გაზრდილები.
სამივე ფილმი საოცრად მომხიბვლელია.