გეპატიჟებით მეღვინეობა ბედიანის ღვინის დეგუსტაციაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება მეღვინეობის ხელწერის ამსახველი, საგულდაგულოდ შერჩეული ღვინოების კოლექცია.
სტუმრები გაეცნობიან კლასიკურ და ქვევრში დავარგებულ ღვინოებს, რომლებიც წარმოაჩენს ჯიშის ბუნებრივ ხასიათსა და ტერუარის უნიკალურობას.
დეგუსტაციას გაუძღვება მეღვინეობა ბედიანის მეღვინე გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც გაგაცნობთ თითოეული ღვინის სტილსა და არომატულ პროფილს.
საღამოს განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა ბედიანის 7 საგულდაგულოდ შერჩეული ღვინო:
რქაწითელი 2023
ვარდისფერი რქაწითელი 2022
წინანდალი 2024
მწვანე ქვევრი 2022
ქისი ქვევრი 2022
მუკუზანი 2021
ქინძმარაული 2024
