„ლამაზმანი და ურჩხული“ (ფრანგ. La Belle et la Bête — ასევე ბრიტანული დასახელება) არის 1946 წლის ფრანგული სიურეალისტური რომანტიკული ფანტაზიის ჟანრის ფილმი, რეჟისორი და სცენარის ავტორია ფრანგი პოეტი და კინორეჟისორი ჟან კოქტო. მთავარ როლებს ასრულებენ ჟოზეტ დეი (როგორც ლამაზმანი) და ჟან მარე (როგორც ურჩხული). ფილმი ეფუძნება ჟანა-მარი ლეპრენს დე ბომონის 1757 წელს დაწერილ ზღაპარს, რომელიც გამოქვეყნდა ზღაპრების ანთოლოგიაში.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ირგვლივ ლამაზმანის მამის, რომელსაც ურჩხულის ბაღიდან ვარდის მოპარვისთვის სიკვდილით სჯიან. ლამაზმანი მის ნაცვლად თანხმდება დაბრუნდეს ურჩხულთან. ურჩხული ყოველდღე სთხოვს მას დაქორწინებას, თუმცა ლამაზმანი უარს ამბობს. საბოლოოდ, ის იწყებს სიმპათიის გამოჩენას ურჩხულის მიმართ. ურჩხული აძლევს მას ერთკვირიან ნებართვას ოჯახთან დაბრუნებაზე და აფრთხილებს, რომ თუ ამ ვადაში არ დაბრუნდება, ის მწუხარებით მოკვდება.
დღეს „ლამაზმანი და ურჩხული“ აღიარებულია როგორც ფრანგული კინოს კლასიკა. ფილმს 96%-იანი შეფასება აქვს Rotten Tomatoes-ის მიხედვით, 67 რეცენზიის საფუძველზე.