ბეატრიჩე • თბილისის თანამედროვე ბალეტი
თეატრი

ბეატრიჩე • თბილისის თანამედროვე ბალეტი

დასაწყისი: 20:00 მონაწილეობენ: ბეატრიჩე - მარიამ დარჩიაგიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასითბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი  დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე
ბეატრიჩე • თბილისის თანამედროვე ბალეტი
17 Rustaveli avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

"ბეატრიჩე"
თანამედროვე ბალეტი
გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი"

დამდგმელი ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე
კომპოზიტორი: დარიო მარიანელი 
იდეისა და კონცეფციის ავტორი: დავით მაზიაშვილი
კოსტიუმების დიზაინერი: თამუნა ინგოროყვა
ვიზუალური ინსტალაცია: კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი

ფოტო და ვიდეო

ბეატრიჩე • თბილისის თანამედროვე ბალეტი

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
რუსთაველის ეროვნული თეატრი
17 Rustaveli avenue
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.