სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ და
ბაჩანას ცეკვის კომპანია
მთელი ნოემბრის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, BDC Stage-ზე ქართული ცეკვის უნიკალურ დღესასწაულს მასპინძლობს. ერთ სცენაზე გაერთიანდება ორი გამორჩეული დასი და სამი სრულიად განსხვავებული ქორეოგრაფიული სამყარო.
ქორეოგრაფიული ტრიპტიქი:
ყოველი პარასკევი: ანსამბლი „აფხაზეთი“ - „აიმადარა“ (ტრადიციული ენერგია და ფოლკლორული მემკვიდრეობა)
ყოველი შაბათი: ანსამბლი „აფხაზეთი“ - „ქორეონიკონი“ (ქართული ფოლკ მოდერნი, მოძრაობის ახალი ქრონიკა)
ყოველი კვირა: ბაჩანას ცეკვის კომპანია - „მეხუთე სტიქია“ (მისტიკური ქორეოგრაფიული სპექტაკლი)
აირჩიე შენი დღე და აღმოაჩინეთ ქართული ცეკვის გარდასახვა ტრადიციიდან თანამედროვეობამდე.
სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ბაჩანა ჭანტურია
განრიგი: ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა
მისამართი: გ.ფანჯიკიძის ქუჩა #1 (BDC Stage)
6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.