BBQ ბრანჩი თბილისი მარიოტის ღია პათიოში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
BBQ ბრანჩი თბილისი მარიოტის ღია პათიოში

BBQ ბრანჩი თბილისი მარიოტის ღია პათიოში

BBQ ბრანჩი თბილისი მარიოტის ღია პათიოში
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან100
ინგლისური, ქართული

აღწერა

ერთად შევეგებოთ გაზაფხულის თბილ ამინდებს და გავხსნათ პათიოს სეზონი თბილისი მარიოტში! 16 მაისს, 14:00-დან 17:00 საათამდე, გეპატიჟებით მეგობრულ შეკრებაზე ღია ცის ქვეშ. ჩვენი შიდა პათიო ნამდვილი ოაზისია რუსთაველის გამზირზე, სადაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ჯოსპერის BBQ-ის არომატებითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი შეძლებთ განტვირთვას.


ჩვენი მენიუ მოიცავს ცოცხალ სთეიშენებს მინი ბურგერებითა და მწვადით, საზაფხულო სალათებსა და საფირმო დესერტებს. სტუმრებს გავუმასპინძლდებით კენკრის ლიმონათით, უალკოჰოლო მოჰიტოთი და თითოეულ სტუმარს საჩუქრად გადავცემთ ერთ ჭიქა ლუდს. ეს არის საუკეთესო შანსი, გაატაროთ შაბათი ნაშუადღევი ღია ცის ქვეშ, მყუდრო და დახვეწილ ატმოსფეროში.

ფოტო და ვიდეო

BBQ ბრანჩი თბილისი მარიოტის ღია პათიოში

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება